ურბნისის სიონი — სამნავიანი ბაზილიკა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში. სტილისტური ნიშნებით და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე თარიღდება V-VI საუკუნეების მიჯნით. აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებულია ტაძრის ქტიტორები ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი. დანარჩენ სამ სხვადასხვა დროის წარწერაში ეკლესიის აღდგენაზეა ლაპარაკი.
ფოტოები
წყაროები
- Wikipedia (en) – Urbnisi Cathedral (en.wikipedia.org)
- Wikipedia (ka) – ურბნისის სიონი (ka.wikipedia.org)
- Wikipedia (ru) – Урбниси (собор) (ru.wikipedia.org)
- Wikidata – Q12869794 (wikidata.org)
- Wikimedia Commons – Urbnisi Church (commons.wikimedia.org)
- OpenStreetMap – way 723487328 (openstreetmap.org)
Location and basic details from OpenStreetMap (openstreetmap.org) — © OpenStreetMap contributors, ODbL licence.
