ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, გუმბათიანი ტაძარი, მდებარეობს საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხნში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.