შავნაბადა — მთა და ჩამქრალი ვულკანი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოება თელეთის ქედზე. სიმაღლე — ზღვის დონიდან 770 მ. შავნაბადა თბილისიდან 30 კმ-ში მდებარეობს. დენუდაციით პრეპარირებული ვულკანური კონუსია. აგებულია ეოცენური ვულკანოგენური დანალექებით. მთის წვერი შემოსილია ნატყეური მდელოს ბალახეულით, კალთები — ჯაგეკლიანებით.