იკორთის ტაძარი — ძველი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, სოფელ იკორთის განაპირას, მთის კალთაზე. გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს. გეგმით ოთხკუთხა შენობის გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული 12 სარკმლიდან.