ბეთლემის მაცხოვრის შობის ქვედა ეკლესია — ეკლესია საქართველოში, თბილისში. მდებარეობს სოლოლაკის ქედის ჩრდილოეთ მხარეს, ზემო ბეთლემისგან დასავლეთით, დაახლოებით 50 მ-ის დაშორებით, მასზე ქვემოთ მდებარეობს. „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ეკლესია აგურითაა ნაშენი და ქვით მოპირკეთებული აგურის ციტადელზეა აღმართული. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. აფსიდა ნახევარწრიულადაა შვერილი.